ხათუნა ლაგაზიძემ ფეისბუქში დაწერა:
“დღეს ჩემთან სტუმრად იყვნენ ჩემები, რომელთა ბებია-ბაბუებმა, უდედმამო და პატარა, შიმშილისგან და უჰაერობისგან მიხსნეს.
ყოველთვის მყავდა გვერდით ადამიანები, რომლებიც, პატარას და ობოლს, ზღვის და ჰაერის მაგიურ ძალას მიზიარებდნენ და ზაფხულობით, ბათუმის ოროთახიან, მოცუცქნულ ბინაში თავის საძინებელს, სიკეთით გაბრწყინებულები, მითმობდნენ.
ჰოდა, მინდა, რომ ამ ქვეყანაში ეს სიკეთე და ამ სიკეთის კეთებით ბედნიერი ადამიანები დაბრუნდნენ.
ყველაფერს გავაკეთებ ამისთვის.”

