ხათუნა ლაგაზიძე – “90 ივანიშვილი რომ აირჩია “ოცნების” ამომრჩეველმა, მათი საქმე როგორ იქნება?”

ხათუნა ლაგაზიძე - "90 ივანიშვილი რომ აირჩია "ოცნების" ამომრჩეველმა, მათი საქმე როგორ იქნება?"ხათუნა ლაგაზიძემ ფეისბუქში დაწერა:

“ისევ ბოდიში მომითხოვია, მარა 90 ბიძინა ივანიშვილი რომ აირჩია პარლამენტში “ოცნების” ამომრჩეველმა, ისე რომ პარლამენტში მსხდომების 90%-ის რეალური სახელი და გვარი მათივე ამომრჩევლის 90%-მა რომ არ იცის, ახლა როცა ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა, როგორ იქნება ამ უსახელ-გვაროების ანუ სრულიად პარლამენტის ლეგიტიმაციის საქმე?!

ევროპელები კი მოგვძახიან, არჩევნები კონკურენტულად ჩატარდაო, მარა ვინც აირჩიეს ის წავიდა და ვინც დარჩა, ისინი რომ არ აურჩევიათ, მაგის საქმე როგორ იქნება, იქნებ ამაშიც დაგვაკვალიანონ ჩვენმა ევროპელმა მეგობრებმა.”