მადრიდის ცენტრში აფეთქება მოხდა – ვიდეო

მადრიდის ცენტრში აფეთქება მოხდა - ვიდეომადრიდის ცენტრალურ ნაწილში ერთ-ერთ შენობაში აფეთქება მოხდა. „როიტერის“ ინფორმაციით, ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ აფეთქების მიზეზი შესაძლოა ბუნებრივი აირის გაჟონვა გამხდარიყო, თუმცა აფეთქების ოფიციალური მიზეზი ჯერ უცნობია.

აფეთქებას მინიმუმ ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ათამდე კი დაშავდა.

„მადრიდის ცენტრში მომხდარი აფეთქების შედეგად, რამაც შენობის ჩამონგრევა გამოიწვია, რამდენიმე ადამიანი დაიღუპა. ესპანეთის ადგილობრივი მედიის ცნობით, აფეთქებას მინიმუმ ორი ადამიანი ემსხვერპლა. ადგილზე საგანგებო სიტუაციების სამსახურები მუშაობენ“, – წერს „როიტერი“.

თვითმხილველთა თქმით, აფეთქების შემდეგ კვამლიც შეინიშნებოდა.

შენობა რელიგიური კომპლექსი იყო, რომელშიც ღვთისმსახურები ცხოვრობდნენ და უსახლკაროებს საკვებს ურიგებდნენ.

შენობა კათოლიკურ ეკლესიას ეკუთვნოდა. შემთხვევა ტოლედოს ქუჩაზე მოხდა.

იპნ