“ამ ჩემს რძალს სასიყვარულო მესიჯებს წერდა” – რატომ მოკლეს გია ბოლქვაძე

"ამ ჩემს რძალს სასიყვარულო მესიჯებს წერდა" - რატომ მოკლეს გია ბოლქვაძეხელვაჩაურში “ოცნების ქალაქში” მომხდარი მკვლელობის შესახებ, დაკავებულის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ დაპირისპირების მიზეზი სასიყვარული მესიჯები გახდა.

როგორც დაკავებული მამულაძის ოჯახის წევრები ამბობენ, მოკლული გია ბოლქვაძის ბიძაშვილი ბრალდებული მამულაძის ძმის ცოლს სასიყვარულო  მესიჯებს წერდა.

“ამ ჩემს რძალს საერთოდ არც იცნობს, წავიდა სასიყვარულო მესიჯების წერა, ვიცი სახლში მარტო ხარო, შენი დედამთილ–მამათილი სად დადისო… მერე შემოვიდა და ჩემს ქმარს უთხრა რძალმა, მამა, ვიღაცა მწერს, ასეთ რამეებსო, ვერ გამოვდივარ ოთახიდან და მეშინია მეო.”  – ამბობს ბრალდებულის დედა მზიური მჟავანაძე.
მამულაძეების ოჯახის წევრები ამბობენ, რომ მამულაძეები გიორგი ბოლქვაძის ოჯახში მივიდნენ, ბოლქვაძე და მისი მეგობრები კი მამულაძეებს თავს დაესხნენ, რის შემდეგაც მამულაძემ ცივი იარაღით ბოლქვაძე დაჭრა.

მთავარი

ფოტოზე: მზიური მჟავანაძე