ქეთი დოლიძე შვილმა დაიცვა – „ჩვენს სახ­ლში სულ ჩა­მო­დი­ან სოფ­ლე­ლი ნა­თე­სა­ვე­ბი“

ქეთი დოლიძე შვილმა დაიცვა - „ჩვენს სახ­ლში სულ ჩა­მო­დი­ან სოფ­ლე­ლი ნა­თე­სა­ვე­ბი“რე­ჟი­სორ­მა ქეთი დო­ლი­ძემ სოფ­ლე­ბი­დან დე­და­ქა­ლაქ­ში ჩა­მო­სუ­ლი მო­სახ­ლე­ო­ბა  გა­აკ­რი­ტი­კა. ­

„რას აკეთებს ელიავას ბაზრობის ხიდის ქვეშ დაბუდებული ხალხი?! რატომ არ მიდიან თავიანთ სოფლებში?! მთელი სოფელი ჩამოვიდა თბილისში. ერთხელ გააკეთეთ რეპორტაჟი, თუ არ დაგემალებიან, ჰკითხეთ – რატომ არ მიდიან სოფლებში, რატომ არ ამუშავებენ მიწას?“- თქვა რეჟისორმა ტვ პირველის ეთერში..

ქეთი დო­ლი­ძის ამ გან­ცხა­დე­ბებს სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში კრი­ტი­კა მოჰ­ყვა. ერთ-ერთი პოს­ტის კო­მენ­ტა­რებ­ში კრი­ტი­კას რე­ჟი­სო­რის შვი­ლი, თამ­რი ბზი­ა­ვა გამოეხმაურა და დე­დის პო­ზი­ცია და­იც­ვა:

„მგო­ნი, რო­გორც წესი, ამ ქვე­ყა­ნა­ში იმას არას­დროს უს­მე­ნენ მთლი­ან კონ­ტექ­სტში რას ამ­ბობს ადა­მი­ა­ნი… დღეს ადა­მი­ა­ნე­ბის პრობ­ლე­მაა მოს­მე­ნა და, რაც მთა­ვა­რია, გა­გე­ბა… ცხოვ­რე­ბა­ში არა­სო­დეს არ ვეხ­მა­უ­რე­ბი ხოლ­მე ხალ­ხის კო­მენ­ტარს, წე­რას მირ­ჩევ­ნია, საქ­მით ვა­კე­თო გა­სა­კე­თე­ბე­ლი, მაგ­რამ ხან­და­ხან მინ­დე­ბა ხოლ­მე მეც კო­მენ­ტა­რის გა­კე­თე­ბა:

1. მთე­ლი ჩემი დღე და მოს­წრე­ბა და ცხოვ­რე­ბა ჩემს ოჯახ­ში ცხოვ­რობ­და 4 ბე­ბია, ოთხი­ვე გუ­რუ­ლი, სამი – ქე­თის მა­მი­და და მეო­თხე – მა­მა­ჩე­მის დედა.

2. მთე­ლი ცხოვ­რე­ბა, რაც თავი მახ­სოვს, ჩვენს სახ­ლში ჩა­მო­დი­ან სოფ­ლე­ბი­დან ჩვე­ნი ნა­თე­სა­ვე­ბი, მე­გობ­რე­ბი, ძა­ლი­ან ხში­რად ყო­ფი­ლა უცხო მე­გობ­რის მე­გო­ბა­რი ან უბ­რა­ლოდ ნაც­ნო­ბი და ჩვე­ნი სახ­ლი სულ ღიაა მათ­თვის და არა მხო­ლოდ მათ­თვის.

3. თვი­თონ ქე­თიმ მო­ი­ა­რა 375, თუ არ ვცდე­ბი, ზუს­ტი ციფ­რი არ მახ­სოვს, არა ბი­ძოს სიყ­ვა­რუ­ლის და გა­და­კეტვის გამო არა, უბ­რა­ლოდ იმი­ტომ, რომ სა­ოც­რად უყ­ვარს თა­ვის ქვე­ყა­ნა და ზუს­ტად ის სოფ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც მო­ი­ა­რა და იმის რწმე­ნით, რომ რა­ღაც უკე­თე­სი­ბის­კენ შე­იც­ვლე­ბო­და“, – წერს თამ­რი ბზი­ა­ვა.