ნავალნის ბორტი, მიმართულების შეცვლის შემდეგ, შერემეტიევოში დაჯდა

ნავალნის ბორტი, მიმართულების შეცვლის შემდეგ, შერემეტიევოში დაჯდარუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის თვითმფრინავი მოსკოვში დაფრინდა. მისი თვითმფრინავი, მოსკოვში, შერემეტიევოს აეროპორტში დაჯდა.

მანამდე მას მხარდამჭერები მოსკოვის ვნუკოვის აეროპორტში ელოდებოდნენ. თუმცა, თვითმფრინავმა, რომელიც ბერლინიდან მოსკოვისკენ მიემართებოდა, გეზი შეიცვალა. ვნუკოვოს აეროპორტი თვითმფრინავების დაფრენისთვის დაიხურა.

მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტში, სადაც რუს ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის ელოდებოდნენ, პოლიცია იყო მობილიზებული. რუსული მედია იუწყება, რომ იქ რამდენიმე აქტივისტი, მათ შორის ნავალნის მთავარი მოკავშირე ლიუბოვ სობოლი არიან დაკავებული.

ცნობისთვის, რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი რუსეთში ბრუნდება. ეს მისი პირველი ვიზიტია სამშობლოში, მას შემდეგ, რაც ოპოზიციონერი ნერვული აგენტით მოწამლეს. ცნობისთვის, ალექსეი ნავალნი ბერლინის კლინიკაში სამკურნალოდ 2020 წლის აგვისტოს, ნერვული აგენტით მოწამვლის შემდეგ, გადაიყვანეს.

იპნ