ნიკა გვარამიამ, რომელიც წინანდლის რედისონში ისვენებს, ფეისბუქში დაწერა:
“ბურგერი “ჩვენებური”:
საქონლის და ღორის ხორცის ბურგერი, ნაზუქის ფუნთუშით, კახური ლორით, გუდის ყველით, გრილზე შემწვარი მწვანე წიწაკით და ოჯახური კარტოფილით.
ბურგერების მსოფლიო ჩემპიონატში ამერიკელებს რომ გაუჭირდებათ მოუგონ, ისეთია! არ გამოვრიცხავ, ვერც მოუგონ
სრული და აბსოლუტური შედევრი! 10/10.
ps რაც შეეხება კარბონარას, რომ ჩამოვალ, გაგიკეთებ აუცილებლად! პირადად მე და შენს სამზარეულოში უნდა გაჩვენო, როგორია ნამდვილი კარბონარა, რომლის სოუსი უმი კვერცხის გულის და გახეხილი პარმეზანის ემულსიაა და არანაირ ნაღებს თუ რძეს კარბონარაში არაფერი ესაქმება Nanuka Zhorzholiani
დამელოდე, მარტო კი არ გაჭმევ, გაკეთება უნდა გასწავლო. უმარტივესი პასტაა, მაგრამ ჩემთვის ყველაზე საუკეთესო.”

