“რატომ მოხვდა ქართული სოციუმი, რუსებთან ერთად, ტრამპის ბანაკში” – მირიან მირიანაშვილი

"რატომ მოხვდა ქართული სოციუმი, რუსებთან ერთად, ტრამპის ბანაკში" - მირიან მირიანაშვილიმირიან მირიანაშვილმა ფეისბუქში დაწერა:

“ტრამპის სასაცილო ფინალი ნამდვილად არ იყო მოულოდნელი. ტრამპიზმის ფიასკო მსოფლიო პოლიტიკური და პოლიტ.ტექნოლოგიური ელიტებისათვის არჩევნებამდე დიდი ხნით ადრე გადაწყვეტილი რეალობა იყო. სოციალურ ქსელებსა და ინტერვიუებში ამას ხშირად ვამბობდი კიდეც. თუმც სურკოვის მოგონილ ,,ლიბერასტიასთან” ,,მეომარ” ქართველობას ბაიდენსა და დემოკრატებზე სერიოზულად ჰქონდათ აკრეფილი და არაფრის გაგონება სურდათ.
დღეს დადგა მომენტი ვიკითხოთ, რატომ მოხვდა ქართული სოციუმი, რუსებთან ერთად, ტრამპის ბანაკში. საკითხავია ისიც, თუ ჩვენ რუსული პოლიტიკური და საინფორმაციო სივრცის ტყვეობაში არ ვართ, რაღა მხოლოდ ჩვენ აღმოვჩნდით რუსებთან ერთად ამ ნავში.

ეს აქტუალური კითხვებია.

იმპიჩმენტი მოესწრება თუ არა, არ ვიცი, მაგრამ მასშტაბური გამოძიება უდაოა. რუსების შეგირდობა არავის გამორჩება და არც ის, თუ როგორ იქოქებოდა აქედან ბაიდენის სიძულვილით ჩვენი ამერიკული დიასპორა.”