საპატრულოს დირექტორ ვაჟა სირაძის მამამ დაბადების დღე რეგულაციების გარეშე გადაიხადა – ვიდეო

საპატრულოს დირექტორ ვაჟა სირაძის მამამ დაბადების დღე რეგულაციების გარეშე გადაიხადა - ვიდეოსაპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ვაჟა სირაძის მამამ, შოთა სირაძემ იუბილე კოვიდრეგულაციების სრული იგნორირებით გადაიხადა.

მთავარის ცნობით, წვეულება მან საკუთარ სახლში მოაწყო და სავარაუდოდ, ოცდაათამდე სტუმარი დაპატიჟა. “მთავარი არხისთვის” ანონიმურად გამოგზავნილ ვიდეოში სწორედ სირაძეების ოჯახური დღესასწაულია ასახული.

ვიდეოში ჩანს ერთ ოთახში შეკრებილი ათეულობით ადამიანი, რომლებიც საქართველოს ჰიმნს უსმენენ, თუმცა არ იცავენ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს კოვიდპანდემიის პირობებში: კერძოდ, არ არის დაცული ორმეტრიანი დისტანცია, ამავე დროს, დახურულ სივრცეში მყოფ ადამიანებს არ აქვთ პირბადე.

პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვები, რომელიც 16 იანვარს უნდა მოხსნილიყო, მთავრობამ სრულად გაახანგრძლივა 1 თებერვლამდე.  ფაქტობრივი “ლოქდაუნი” კი ქვეყანაში 2020 წლის 28 ნოემბრიდან მოქმედებს.