“სილქნეტი, სამარცხვინოები ხართ, ჯიბის ქურდები! სინდისი არ გაწუხებთ?” – ირინე მჭედლიძე

"სილქნეტი, სამარცხვინოები ხართ, ჯიბის ქურდები! სინდისი არ გაწუხებთ?" - ირინე მჭედლიძეირინე მჭედლიძემ ფეისბუქში დაწერა:

“Silknet-სილქნეტი – კი, ბატონო, განუკითხაობაა ქვეყანაში და პასუხს არავინ გთხოვთ, მაგრამ შინაგანი სინდისი არ გაწუხებთ? ამ პანდემიის დროს, როცა ხალხი თეთრებს ითვლის წამლებისთვის და პურისთვის, კიდევ რომ იმას ცდილობთ, ჯიბიდან ფული როგორ ამოაცალოთ ადამიანებს, ჩვეულებრივი ქურდები ხართ, ჯიბის ქურდები!

მამაჩემს (პენსიონერს) 32 ლარიანი პაკეტი აქვს ჩართული, გადასახადი მოვიდა 39 ლარი. ორი დღე ვრეკავდი ცხელ ხაზზე. როგორც იქნა, დღეს მიპასუხეს, რომ 3 თვის წინ მამაჩემს გამოუგზავნეს ესემესი, შესთავაზეს მშობლის, კიდევ სილქნეტსპორტის თუ ამდაგვარი პაკეტები.

3 თვის მერე რომ არ დავრეკეთ და გაუქმება არ მოვითხოვეთ, ავტომატურად ჩაურთეს. ჯერ ერთი, რატომ რთავ ავტომატურად! თუ მინდა გააქტიურება, იმ შემთხვევაში უნდა იყოს სავალდებულო დარეკვა და მოთხოვნა (ცხელ ხაზზე დარეკვა ,,მაგთიდან” და ,,ბილაინიდან” ფასიანია, ანუ კიდევ უნდა დაზარალდე). მეორეც, ესემესს ყველა არც კითხულობს, მით უმეტეს, ასაკში შესული ადამიანები. ნება იბოძე, დაურეკე და ჰკითხე, უნდა თუ არა. თუმცა ეს ყველაფერი თქვენც კარგად იცით, მაგრამ ასე რომ მოიქცეთ, ფულს ხომ ვეღარ მოიპარავთ.

წერე და იკითხეო, იტყვით და მართლებიც იქნებით. გაგდით და აკეთებთ, მაგრამ მაინც უნდა იცოდეთ, რომ ძალიან სამარცხვინოები ხართ.”