წარმომადგენელთა პალატამ ტრამპს იმპიჩმენტი გამოუცხადა

წარმომადგენელთა პალატამ ტრამპს იმპიჩმენტი გამოუცხადააშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს იმპიჩმენტი გამოუცხადა.

კონგრესის წარმომადგენელთა პალატის მიერ გამოქვეყნებული იმპიჩმენტის რეზოლუციის ტექსტის თანახმად, დონალდ ტრამპს ბრალი „ამბოხის წახალისებაში” ედება.

მედიის ინფორმაციით, იმპიჩმენტს ხმა მინიმუმ 217-მა მისცა, მათ შორის ცხრა “რესპუბლიკელია”.

ტრამპი აშშ-ის ისტორიაში პირველი პრეზიდენტი გახდა, რომელსაც ორჯერ გამოუცხადეს იმპიჩმენტი.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, დონალდ ტრამპის მომხრეები კაპიტოლიუმში შეიჭრნენ, სადაც კონგრესის გაერთიანებული სხდომა მიმდინარეობდა. სესიაზე ამომრჩეველთა კოლეგიის ხმის მიცემის შედეგები უნდა დაემტკიცებინათ.