ბაია პატარაია – “იმ კაცებს სამუდამო იმპოტენციას ვუსურვებ, ვინც…”

ბაია პატარაია - "იმ კაცებს სამუდამო იმპოტენციას ვუსურვებ, ვინც..."ბაია პატარაიამ ფეისბუქში დაწერა:

“იმ კაცებს, რომლებიც ქალების ქორწინებამდელ სექსს სიბილწეს უწოდებენ, ვუსურვებ სამუდამო და განუკურნებად იმპოტენციას.
პ.ს. ვინც გაუპატიურებას სექსად მიიჩნევს, იმათაც.”

ნიკა გვარამიამ ასეთი კომენტარი გააკეთა:

“კაი ბაია, საიდან თხრი ამ პრეისტორიულ ნაშთებს, ნუ გადამრიე.”

ბაია პატარაიამ ასე უპასუხა:

“ბაბლის გარეთ ეგრეა, მთელ აჭარაში ეგრეა, რეგიონებში ქალიშვილობის ინსტიტუტი ჯერ არ დახურულა.”