მაკო გომურმა ფეისბუქში დაწერა:
„ქართული ოცნება / Georgian Dream
საქართველოს შრომის,ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
ჯერ თქვენგან დავიწყებ.
ზუსტად 3 კვირის წინ გამიტყდა თვალის პროთეზი, მართლა გამიტყდა. თვალში ვისვამდი და დამივარდა და გატყდა (შეგიძლიათ გაგეცინოთ, ხსნილია). და თვალში მიდევს პირველი პროთეზი, რომლიც არ შეიძლება არანაირად.
მტკივა, ფორმა არ ემთხვევა, ნაოპერაციების ნაწებურებს აფუჭებს და ა.შ
სხვა ზომებს ნუ მიმაღებინებთ და დროულად გამეცით პასუხი-მოაგვარებთ პრობლემას და გაგვიშვებთ, თუ უკვე შეიმშრალეთ-კიდეც საქმიდან დაბანილი ხელები?
უბრალოდ მითხარით კი ან არა.
გახარია 24/7ზე
ალექსანდრე ელისაშვილი / Alexander Elisashvili რაღაცები გავიწყდებათ, არა?
მოვლენებს ეტაპ-ეტაპ გაყევით უკან, სად მიხვალთ? რის ფასად, სად ხართ, წარმოდგენა მაინც თუ გაქვთ? არა, არ გაქვთ. მშვიდი ღამე
აქვე, ერთი დაძახება და ზუსტად ვიცი, არანაირი პრობლემა არ შემექმნება, ადამიანების ნათქვამი ,,შენს გვერდით ვარ’’ უბრალოდ გამოსროლილი სიტყვები არაა. უბრალოდ პრინციპის საკითხია, რატომ უნდა გადაიხადოს სხვამ ან მე, თქვენი დანაშაული და რატომ უნდა გამოასწოროს. ასე არ გამოვა”.

