ინგა გრიგოლია – “ახლა გავიღვიძე და “ოცნებაში” ხომ მშვიდობა გაქვთ?!”

ინგა გრიგოლია - "ახლა გავიღვიძე და "ოცნებაში" ხომ მშვიდობა გაქვთ?!"რამდენიმე საათის წინ გახარიამ ფეისბუქში გამოსამშვიდობებელი სელფი ატვირთა, რომელმაც მნახველთა დიდი რაოდეობა ძალიან სწრაფად დააგროვა და 100.000-იან ნიშნულსაც ასცდა.

ამაზე ინგა გრიგოლიამ ფეისბუქში დაწერა:

“ორიოდე საათით დავიძინე. ეხლა გავიღვიძე და ის რაც ფბზე დამხვდა, მთელ  “ქართულ ოცნებას” გააოცებს.

ხომ მშვიდობა გაქვთ ხელისუფლებაში იმის შემდეგ, რაც ამ სურათის ქვეშ ხდება?

პირველ რიგში, რამდენად სწორად მოიქცა თავისი გადადგომით, ამაზე მეტყველებს ეს ფოტო))))

მოკითხეთ ვინმემ ერეკლეს მოედნის ოფისი))))))))) ლაიქების რაოდენობა.”