“კარვების ქალაქის” გარეშე თავისუფლებას ვერ მოვიპოვებთ“ – ზურაბ ნადირაძე

"კარვების ქალაქის" გარეშე თავისუფლებას ვერ მოვიპოვებთ“ - ზურაბ ნადირაძეზურაბ ნადირაძე ფეისბუქზე წერს:

„სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს.
2019 წლიდან როდესაც გავრილოვის ღამის პოლიტპატიმრები დააპატიმრეს ვიძახდი, რომ “კარვების ქალაქის” გარეშე თავისუფლებას ვერ მოვიპოვებდით, სამწუხაროდ მაშინ ყურად არავინ იღო და მთელი ზაფხული-შემოდგომა მხოლოდ სამი კარვით(პოლიტპატიმრების, მალხაზ მაჩალიკაშვილის და მამა გიორგი მამალაძის) ვაპროტესტებდით პოლიტპატიმრებს. სამწუხაროდ რეჟიმმა ეს კარვები 31 დეკემბრის ღამით ვერაგულად წაგვართვა, თუმცა მაშინ დაუღალავი აქციებით, სადღეღამისო მორიგეობით დარბევების, დაპატიმრებების და წყლის ჭავლების ფონზე 8 მარტის შეთანხმებას და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას მივაღწიეთ, რაც სამი კარვით უდაოდ დადებითი შედეგია.
რუსთაველის კარვები უნდა გახდეს ოპოზიციის და თავისუფლებისთვის მოძრაობის შტაბი, იქ უნდა მორიგეობდნენ ლიდერები და უნდა იგეგმებოდეს ყოველი შემდგომი დღე და ნაბიჯი, მხოლოდ ერთიანობით და დაუღალავი ბრძოლითაა შესაძლებელი თავისუფლება და რუსული რეჟიმის დამარცხება!
ბრძოლა გრძელდება!
#რუსეთიოკუპანტია“