მარწყვი, შოკოლადი, ავოკადო… – 7 პროდუქტი, რომელიც სექსს მოგანდომებს

მარწყვი, შოკოლადი, ავოკადო... - 7 პროდუქტი, რომელიც სექსს მოგანდომებსყოველდღიური კვების რაციონში რამდენიმე პროდუქტის შეტანას სქესობრივი ლტოლვის გაძლიერება შეუძლია.

1. მარწყვი

ეს გემრიელი კენკრა ზრდის ტესტოსტერონის ჰორმონებს, დღეში 100-200 გრამი მარწყვის მიღებით თქვენი ლიბიდო გაძლიერდება და სექსუალურ ცხოვრებასაც საფრთხე არ შეექმნება.

2. შოკოლადი

შოკოლადი განსაკუთრებულად აუმჯობესებს განწყობას. ის სექსუალური ლტოლვის მასტიმულირებელიც აღმოჩნდა, განსაკუთრებით ქალებში. შოკოლადი ააქტიურებს სეროტონინს, სეროტონინი ქიმიური ნივთიერებაა, რომელიც ჩვენს ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ აქტივობასთან მჭიდროდაა დაკავშირებული, კონკრეტულად კი განწყობასთან, მადასთან და ლიბიდოსთან.

3. ავოკადო

ავოკადო შეიცავს ფიტოსტერონებს, რომლებიც სექსუალური აქტივობის სტიმულირებას ახდებს. კალიუმისა და ცილების სიმრავლით, ავოკადო ხორცს არ ჩამოუვარდება.

4. ფინიკი

ფინიკი ასუფთავბს სისხლს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ზრდის სპერმის გამომუშავებას. ფინიკი შეიცავს დიდი რაოდენობით გლუკოზას, ზედგამოჭრილია მათთვის, ვისაც ხანგრძლივი სექსი უყვარს.

5. ატამი

ცე ვიტამინით გაჯერებული ატამი სექსუალური ლტოლვის კარგი მასტიმულირებელია. გარდა იმისა, რომ ატამი სისხლის მიმოქცევის პროცესს უწყობს ხელს, სექსის მოთხოვნილებას აძლიერებს ქალებში.

6. თაფლი

თაფლი ყველაზე გემრიელი და ტკბილი აფროდიზიაკია. მას თავისუფლად შეიძლება ეწოდოს სექსუალური ენერგიის ბუნებრივი რესტავრატორი. უამრავი სასარგებლო თვისებისა და ვიტამინის გამო, თაფლის მიღება დახარჯული ენერგიის სწრაფად აღდგენაში დაგეხმარებათ.

7. ხორცი

ხორცი შესანიშნავი აფროდიზიაკია, განსაკუთრებით მამაკაცებისთვის. მართალია, ხორცი რთულად მოსანელებელია და მისი მიღების შემდეგ, ნაკლებად სავარაუდოა, სექსი გქონდეთ, თუმცა ხორცის ზომიერად მიღება მამაკაცებში პოტენციას ზრდის.

ნიუპოსტი