მერიკო გუბელაძე – “თბილისის რესტორნების ნახევარი იატაკქვეშ მუშაობს და მთავრობაც მაგათთან დადის”

მერიკო გუბელაძე - "თბილისის რესტორნების ნახევარი იატაკქვეშ მუშაობს და მთავრობაც მაგათთან დადის"შეფ მზარეულმა მერიკო გუბელაძემ ფეისბუქში დაწერა:

მარტივადაა საქმე: მსოფლიოში ფორს მაჟორია, ქვეყანაშიც და ჩვენს სფეროშიც ფაქტობრივად. მაგრამ არა იურიდულად. არა, იმიტომ რომ ჩვენმა მთავრობამ ასე გადაწყვიტა.

ანუ, რა ხდება? ბიზნესი დაკეტეს, მაგრამ აღებულ ვალდებულებებთან პირისპირ დაგვტოვეს. ბანკი გადასახადს გვთხოვს, კომუნალურები გაძვირებული და გადასახდელია, გატანის სერვისები 30% იან წილში გვიზის, სტაფის დიდი ნაწილი სახლშია და მშიერია.
რა ხდება მეორე მხარეს: გრიალებენ სასტუმროები და რეზორტები (ღმერთმა შეარგოთ), იატაკქვეშ მუშაობს ნახევარი თბილისის რესტორნები და მთავრობაც სიამოვნებით სტუმრობს მათ.
ამიტომ, შაბათს, 6 თებერვალს, თბილისის 200 მდე რესტორანი აცხადებს დაუმორჩილებლობას. დაუმორჩილებლობა გამოიწვია შერჩევითმა სამართალმა და მთავრობის არაადეკვატურობამ.
რესტორნები გაიხსნებიან რეგულაციების მკაცრი დაცვით!”