ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს:
“როცა პრემიერი კრიმინალად, თან მთავარ კრიმინალად გაცხადებს, იმ ვითარებაში, როცა არც ერთი გამამტყუნებელი განაჩენი არ დამდგარა ჩემზე და როცა ჩემს წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლის საქმე სასამართლოში მიმდინარეობს, როგორ უნდა იქნეს ეს აღქმული და შეფასებული? არის თუ არა ეს სასამართლოსთვის მითითების მიცემა და პირადად ჩემი და ჩემი მედიის ღია პოლიტიკური დევნა?”, – წერს გვარამია სოციალურ ქსელში.

