ქობულეთში გარდაცვლილი 14 წლის ნინი ცეცხლაძის ბაბუა სულიკო ცეცხლაძე ამბობს, რომ მისმა შვილიშვილმა თვითმკვლელობით “დანაშაული გამოისყიდა”. ამის შესახებ მან “ნოდარ მელაძის შაბათს” განუცხადა.
“ბავშვმა მოიკლა თავი, მისი დანაშაული გამოისყიდა და ვსიო, დამთავრდა” – აღნიშნა გარდაცვლილის ბაბუამ.
ჟურნალისტის კითხვაზე, რას გულისხმობს დანაშაულში, პასუხობს, “დანაშაული იყო, გაუპატიურებული რომ იყო ბავშვი”.

