“ოცნების” დეპუტატებო, იქნებ ღილაკები მაინც აგერიოთ?!” – ბაჩანა შენგელია

"ოცნების" დეპუტატებო, იქნებ ღილაკები მაინც აგერიოთ?!" - ბაჩანა შენგელიაბაჩანა შენგელიამ ფეისბუქში დაწერა:

“წინასწარ მივმართავ იმ 83 დეპუტატს (ოპტიმისტური პროგნოზია, ხომ?), რომლებიც ხვალ ნიკას უფლებამოსილების შეწყვეტას მხარს დაუჭერენ.
ძვირფასო დეპუტატებო, გასაგებია, რომ პარლამენტში არც ობიექტური არჩევნებით მოხვედრილხართ, არც რამე დამსახურებით, მაგრამ ელემენტარული მაინც არ გესმით? წინა შემთხვევაში მართალია ფორმალურად, მაგრამ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი მაინც გქონდათ და ახლა რას უნდა დაეყრდნოთ? აღკვეთი ღონიძიების საფუძვლით რომ უწყვეტთ სადეპუტატო უფლებამოსილებას, თეორიულად ხომ არსებობს გამამართლებელი განაჩენის დადგომის შანსი? მერე ხომ ფიზიკურად ვერ აღუდგენთ უფლებამოსილებას და ამაზე რას ამბობენ თქვენი ჭკვიანი თავები?
მოკლედ, ნუ მოაწერთ ამ სამარცხვინო გადაწყვეტილებას ხელს, იურიდიულადაც ნონსენსია, მორალურ მხარეს რომ თავი დავანებოთ. იქნებ ამ ერთხელ, ერთადერთხელ მიიღოთ სწორი გადაწყვეტილება. ან იქნებ ღილაკები მაინც აგერიოთ?”