„რომელ 2022 წელზე ლაპარაკობთ, ხალხს სული ძვრება შიმშილით“ – გურამ ჩალაგაშვილი

„რომელ 2022 წელზე ლაპარაკობთ, ხალხს სული ძვრება შიმშილით“ - გურამ ჩალაგაშვილი„გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გურამ ჩალაგაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

„რომელ 2022 წელზე ლაპარაკობთ. ხალხს სული ძვრება შიმშილით, ქვეყანა აღარ გვაქვს, დაგვემხო თავზე ყველაფერი. პოლიციის ეზოებში კლავენ ადამიანებს და რა?
რატომ 2022-ში, ნახევრად გააყალბეს არჩევნები და ნახევარი ვადა მივცეთ, თუ ასეთი შეთანხმებაა შემოთავაზებული?
სესხების გადახდის ვადა გადაგვიწიეთ 2022 წლამდე “კეთილო პოლიტიკოსებო” და იქნებ დაგეთანხმოთ.
P.S. მარტივია ილაპარაკო, როცა შენ ბედნიერი ხარ და…….“

შეგახსენებთ, რომ „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ტვ „პირველის“ ეთერში პოზიცია-ოპოზიციის დიდ შერიგებასა და ვადამდელი არჩევნების 2022 წელში ეთანხმება.