“თემქიდან მოვედით გლდანში და აღმოვაჩინე, რომ ჩანთა ტაქსში დამრჩენია” – მაგული არდაზიშვილი

"თემქიდან მოვედით გლდანში და აღმოვაჩინე, რომ ჩანთა ტაქსში დამრჩენია" - მაგული არდაზიშვილიმაგული არდაზიშვილმა ფეისბუქში დაწერა:

“ეს რომ არ დავწერო არ შემიძლია. მოკლედ გუშინ საღამოს თემქიდან წამოვედით ტაქსით მე და ჩემი და (ქუჩაში გავაჩერეთ,) მოვედით გლდანში და ეზოში რომ შევედი, მაშინ შევამჩნიე, რომ ჩანთა დამრჩა ტაქსში. გარდა იმისა, რომ ჩემი პირადობა, ბარათები და ცოტა ფულიც მედო, ასევე ჩანთაში მქონდა ჩემი ავადმყოფი დეიდის გამოკვლევების ფურცლები და მისი პირადობაც. ქალი კლინიკაში წევს..

დილითღა უნახავს იმ ღვთისნიერ ადამიანს ჩემი ჩანთა მანქანაში. უნახავს დეიდაჩემის გამოკვლევების ფურცლები და იქ თემქის მისამართიც იყო მითითებული.მიიტანა მისამართზე ხელუხლებლად ყველაფერი.

აი, რაც მე ის კაცი ვლოცე. სამწუხაროდ, არც სახელი ვიცი არც ტელეფონი. თემქაზე რომ მიიტანა, ეგრევე კი არ დაუტოვა ჩემს დეიდაშვილს.. დამირეკეს და დაველაპარაკე..რომ ვუთხარი, რა მედო ჩანთაში და ვუთხარი, სადაც მიგვიყვანა, დარწმუნდა და დატოვა.

ისინი ისე დაიბნენ ,რომ ვერ მოიფიქრეს ან სახელი ეკითხათ ან რამე მხოლოდ ბოლოს მანქანის ნომერიღა მოასწრეს ჩაეწერათ.”

ცოტა ხნის წინ კი მან დაწერა:

“ვიპოვე, ხალხო ის კაცი,  ანუ სახელი გვარი და ტელეფონი. ეხლა ვმუშაობ და რომ მივალ, დავურეკავ”