თინა ხიდაშელი – “ისევ ჯოჯოხეთის პირზე ვარ, რაღაც ძალა ჩასაჩეხად დამდევს, ჟანგბადი უბრალოდ არ არის…”

თინა ხიდაშელი - "ისევ ჯოჯოხეთის პირზე ვარ, რაღაც ძალა ჩასაჩეხად დამდევს, ჟანგბადი უბრალოდ არ არის..."თინა ხიდაშელმა ფეისბუქში დაწერა:

“დიდი მადლობა ყველას. ყოველ დილით იმედით ვახელ თვალს, მოვიწერო, გადავიარე. მაგრამ ჯერ არ გამოდის. ისევ ჯოჯოხეთის პირზე ვარ რაღაც ძალა ჩასაჩეხად დამდევს, თმაში ჩაჭიდებული.ყოველი ძვალი, კუნთი ყველა წაიღო.
ყოველი ღამე წინაზე საშინელია, ყოველი დღე წინაზე მძიმე .
ესაა დათო უკეთაა , დედაც, ბიჭებიც. აქ კალენდარი არ მუშაობს/ 10, 12, 14 დღეა უკვე და ჟანგბადი უბრალოდ არ არის. არ ვიცი, საიდან მოვა.”