ბაია პატარაიამ კახეთში პატარა გოგონას გაუპატიურების საქმესთან დაკავშირებით ფეისბუქში დაწერა:
“ჟურნალისტებო, ნუ ურეკავთ 11 წლის გაუპატიურებული გოგოს დედას, მით უმეტეს, არასდროს მიაკითხოთ სახლთან, ნურც სახელით მიმართავთ, ნურც ტვ-ში ნუ გვასმენინებთ დედამისის ხმას. ბავშვის საუკეთესო ინტერესია, არ გამჟღავნდეს მისი ვინაობა და ვერ ამოიცნოს ვერავინ ვერც მისი მშობელი, ვერც სახლი, ვერც სკოლა, ვერც სოფელი/ქალაქი.
ნუთუ ასეთი ძნელი მისახვედრია კონფიდენციალურობის მნიშვნელობა ბავშვებთან და ზოგადად სექსუალური ძალადობის საქმეებთან მიმართებაში?”

