“172 ლარი, 2 ვალიდოლი” – გარდენია შევარდნაძის მეპატრონე საფულის პატრონს ეძებს

"172 ლარი, 2 ვალიდოლი" - გარდენია შევარდნაძის მეპატრონე საფულის პატრონს ეძებსგარდენია შევარდნაძის მეპატრონე საფულის პატრონს ეძებს.
“დღეს დილით ბაღში ვიპოვნე საფულე 172 ლარით.
რატომღაც ასე მგონია, რომ ჩითილის ან ნერგების საყიდლად მოსულ ხანდაზმულ ქალბატონს დაუვარდა.
ძალიან მინდა დავუბრუნო და ვერ ვხვდები როგორ, კამერებშიც არაფერი ჩანს საიმედო.
დღეს დაკარგულს არ გავს, ქაღალდის კუპიურები სველია და დღეს არ უწვიმია. კიდევ ორი ვალიდოლის აბი დევს ქაღალდში გახვეული.
ეგებ გამოჩნდეს ვინმე, ვინც იცნობს ამ “პორტფელს”..
#GardeniaShevardnadze
599181634 2246703″

ტვ პირველი