ანი ნადარეიშვილმა ფეისბუქში დაწერა:
“კიდევ ერთი მარგალიტი უნდა შემოგთავაზოთ ქართული მართლმსაჯულების რეალობიდან:
რაღაც ამნისტიის კანონი მიუღიათ წელს იანვარში (ნუ ეტყობა ვიღაც ყავდათ სასწრაფოდ გამოსაშვები ციხიდან), ხოდა ერთ-ერთი მუხლი, რომელსაც ამნისტია შეეხო ბაჩოსაც ეხებოდა, ამიტომ ისე რომ ჩვენ საერთოდ არც კი ვიცოდით, მოუწიათ განეხილათ შეეხებოდა თუ არა ბაჩოს ეს ამნისტია.
კანონით უარის მიზეზი უნდა ყოფილიყო დაზარალებულის (ან დაზარალებულის ოჯახის წევრის) მხრიდან უარი ამნისტიაზე. მოკლედ ბევრი ეძებეს თუ ცოტა, ეს “დაზარალებული” ვერ იპოვეს (როგორც იცით მეც ვეძებ 9 წელია ე.წ. დაზარალებულებს მაგრამ ამაოდ) ხოდა ჩვენმა “უნიჭიერესმა” და “უსამართლიანესმა” მოსამართლემ გიორგი არევაძემ (მაგას ვინ კითხავს, მარა ეგ აწერს ხელს) დაადგინა, რომ ბაჩოსგან დაზარალებული ყოფილა არც მეტი, არც ნაკლები – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, რომელიც თურმე უარზეა ბაჩოს შეეხოს ამნისტია.
მორჩა! გაცხადდა! აწი მეცოდინება მაინც ვინ არის ბაჩოს მიერ დაზარალებული, არადა 9 წელი სანთლით ვეძებდი, რას მაწვალებდით კაცო?! აწი რისთვის ზისო რომ მკითხავენ, ვეტყვი მაინც – თავდაცვის სამინისტრო აწამა-თქო, ან მოხარშა და შეჭამა-თქო, ან მგლებს აჭამა-თქო”

