ანი ნადარეიშვილი – “ბაჩოს სასჯელის ვადა 2021-ის 6 ნოემბერს უმთავრდება, მაგრამ წელს ვერ გამოდის”

ანი ნადარეიშვილი - "ბაჩოს სასჯელის ვადა 2021-ის 6 ნოემბერს უმთავრდება, მაგრამ წელს ვერ გამოდის"ანი ნადარეიშვილმა ფეისბუქში დაწერა:

“ჩემო საყვარელო მეგობრებო, ეს დღეებია ძალიან ბევრი თქვენგანი მეკითხება, თუ როდის უმთავრდება ბაჩოს ე.წ. “სასჯელის ვადა”.
ბაჩო ახალაიას ივანიშვილმა მიუსაჯა 9 წელი (სიმბოლური ციფრია: 9 წელი… 9 წელი…)
როგორც გახსოვთ ბაჩო 2012 წლის 5 ნოემბერს დაბრუნდა საქართველოში, 6 ნოემბერს დაიბარეს პროკურატურაში და ეგრევე დააპატიმრეს, ისე რომ ჯერ არც ე.წ. მოწმეების დაკითხვები ჰქონდათ დამთავრებული და არც საჩივრები შესული პროკურატურაში.
ხოდა 2012 წლის 6 ნოემბერს + 9 წელი = 2021 წლის 6 ნოემბერს
ანუ 9 წლიანი სასჯელის ვადა იწურება 2021 წლის 6 ნოემბერს, მაგრამ წელს ვერ გამოდის, არ უშვებენ
რატომო არ მკითხოთ – პასუხი არ მაქვს, მეც ვერავის ვკითხე…”