ასტრაზენეკას ვაქცინის გაკეთების შემდეგ ექთანი ახალციხეში კომაში ჩავარდა

ასტრაზენეკას ვაქცინის გაკეთების შემდეგ ექთანი ახალციხეში კომაში ჩავარდადღეს, 18 მარტს ახალციხეში, კლინიკა „იმედში“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შემდეგ ექთანი ცუდად გახდა.

როგორც ექიმები საუბრობენ 30 წლამდე ქალის მდგომარება რთულია. ადგილზე მოხდა დაპირისპირებაც. ქალის ახლობლებმა კლინიკის მინები ჩაამტვრიეს.

ქალი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. როგორც ადგილზე “სამხრეთის კარიბჭეს” განუცხადეს, ქალი ცუდად ვაქცინის გაკეთებიდან 15 წუთში გახდა.

ექთნის ახლობლები კლინიკის ხელმძღვანელთან შეხვედრას ითხოვენ.

ისინი აცხადებენ, რომ სამი საათია, ცდილობენ მდგომარეობის გაგებას, თუმცა მათთან ექიმები არ გამოდიან. კლინიკაში შესვლის უფლებას კი სამართალდამცავები არ აძლევენ.

სამხრეთის კარიბჭე