ცოტა ხნის წინ დოჰას 250-ქულიანი ტურნირის მეოთხედფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილმა ლეგენდარული შვეიცარიელი როჯერ ფედერერი სამ სეტში დაამარცხა, რომელიც 13-თვიანი პაუზის შემდეგ კორტს დაუბრუნდა.
მატჩი საათი და 49 წუთი გაგრძელდა.
პირველი სეტი ფედერერმა 6:3 მოიგო, მეორე ბასილაშვილმა 6:1, გადამწყვეტ სეტში კი ნიკოლოზმა 7:5 იმარჯვა.
ხუთმატჩიანი წაგებათა სერიის შემდეგ ნიკოლოზმა ტურნირზე ავსტრალიელ ჯონ მილმანს (6:4, 6:2) და ტუნისელ მალექ ჯაზირს (6:2, 6:2) სძლია.
ნახევარფინალში ბასილაშვილი ამერიკელ ტეილორ ფრიტცს შეხვდება.
სპორტალი