“ბოლტ ფუდის” კურიერები გაიფიცნენ – “რატომ დაგვიკელით ტარიფი?!”

"ბოლტ ფუდის" კურიერები გაიფიცნენ - "რატომ დაგვიკელით ტარიფი?!"“ბოლტ ფუდის” კურიერები გაიფიცნენ. ისინი სპორტის სასახლესთან შეიკრიბნენ და სამსახურიდან კურიერების გათავისუფლება გააპროტესტეს.

მთავარის ცნობით, კურიერები გათავისუფლებულების უკან დაბრუნებას ითხოვენ და მოთხოვნის შეუსრულებლობამდე პროტესტის გაგრძელებას აპირებენ.

გარდა ამისა, ისინი აპროტესტებენ ტარიფის 20%-ის შემცირებას.

ხვალ კურიერები 13:00 საათზე მასშტაბურ გაფიცვას გეგმავენ.