ჩუმლაყში მალხაზ ბადუაშვილის სამაცივრე მეურნეობა დაიწვა

ჩუმლაყში მალხაზ ბადუაშვილის სამაცივრე მეურნეობა დაიწვაგურჯაანში, სოფელ ჩუმლაყში სამაცივრე მეურნეობა დაიწვა. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. რა გახდა ხანძრის ზუსტი მიზეზი, ამ ეტაპზე უცნობია.

ერთ-ერთი ვერსიით, მომხდარი შურისძიებას უკავშირდება.

გავრცელებული ინფორმაციით, სამაცივრე მეურნეობა ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტის, მალხაზ ბადუაშვილის საკუთრებაა.

შეგახსენებთ, 25 მარტს, ჩუმლაყი – ყიტაანის გზაზე ავტომანქანას ესროლეს, რა დროსაც ერთი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო სამი ადამიანი კი მძიმედ დაიჭრა. გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმა ასევე მალხაზ ბადურაშვილზე შურისძიების მიზეზით მოხდა.