“დაჭერით დაიჭირეთ, მაგრამ სიკვდილით მაინც ნუ მომიკლავთ მამას” – გოგი წულაიას შვილი

"დაჭერით დაიჭირეთ, მაგრამ სიკვდილით მაინც ნუ მომიკლავთ მამას" - გოგი წულაიას შვილიგოგი წულაიას შვილმა თემურ წულაიამ ფეისბუქში დაწერა:

,,მამაჩემის, გოგი წულაიას ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ამდენი დღის შიმშილობამ და მედიკამენტების მიუღებლობამ შედეგი გამოიღო, რაც გულის ოპერაციის ფონზე, ძალიან საგანგაშო შედეგია. დღეს ხელები გაშავებია და ოთახში წაქცეულა, რის გამოც საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ყველაფერი ნათელია, დაჭერით დაიჭირეთ და ეწირება უსამართლობას, მაგრამ სიკვდილით მაინც ნუ მომიკლავთ მამას.

აქვე მინდა ვთხოვო სახალხო დამცველ ქ-ნ ნინო ლომჯარიას, მოინახულოს ამჟამად N18 პენიტენციურ ჰოსპიტალში მყოფი მამაჩემი და მოისმინოს მისი აზრი, იქნებ რისთვის შიმშილობს 13 დღეა პოლიტიკოსი გოგი წულაია, რომელმაც რამდენიმე თვის უკან ძალიან მძიმე გულის ოპერაცია გადაიტანა და შეიძლება ნებისმიერ წამს კომაში ჩავარდეს”.