“განსხვავებულ ამპლუაში ვაგრძელებ ბრძოლას” – ლაშა ნაცვლიშვილი 3 კვირის მერე პოსტივიდან ისევ წავიდა

"განსხვავებულ ამპლუაში ვაგრძელებ ბრძოლას" - ლაშა ნაცვლიშვილი 3 კვირის მერე პოსტივიდან ისევ წავიდალაშა ნაცვლიშვილი, რომელიც 3 კვირის წინ, 21 თებერვალს, ამბობდა, რომ პოსტივის ხელმძღვანელად ბრუნდებოდა, პოსტივიდან ისევ წავიდა.

ამის შესხებ მან ფეისბუქში დაწერა:

““ნაციონალური მოძრაობის” ტელევიზიები, მათი კომიკური აქტორები და ჩემი სხვა ხელმოცარული არაკეთილმოსურნეები გააფთრებით და ხმაშეწყობილად ავრცელებენ ჭორს და სიცრუეს, თითქოს რაღაც გავიტანე, შემოვიტანე, გავიქეცი…

გარწმუნებთ, “პოსტივიდან” ჩემი წამოსვლით შინაარსობრივად არაფერი შეიცვლება, რადგან მუდამ ვიყავი, ვარ და ყოველთვის ვიქნები ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილი პოლიტიკური მოძრაობის საჯარო და აქტიური მხარდამჭერი და 2012 წლის 1 ოქტომბრის იდეალების ერთგული.

ასე რომ, ჩვეული შემართებით, ოღონდ განსხვავებულ ამპლუაში ვაგრძელებ ბრძოლას. ნუ ცქმუტავთ, დამშვიდდით, დაიოკეთ ნერვები და დაელოდეთ!”