გიორგი გახარია და გიორგი ვაშაძე არჩევნებზე ერთად გამოვლენ? – რამ გააოგნა ნიკა გვარამია

გიორგი გახარია და გიორგი ვაშაძე არჩევნებზე ერთად გამოვლენ? - რამ გააოგნა ნიკა გვარამიანიკა გვარამიამ ფეისბუქში დაწერა:

“სოციალურ კვლევაში მივიღე მონაწილეობა. სამწუხაროდ, მკვლევარ ორგანიზაციას არ დავაკვირდი.
ორგანიზაცია იკვლევდა “მესამე ცენტრის” ამბებს. შეკითხვებიდან გამომდინარე, ძირითადი ფიგურანტი იყო სტრატეგია აღმაშენებელი და მისი პოზიციონირება. ასევე ძალიან ბევრი შეკითხვა იყო გახარიას ახალ პარტიაზე.
მარა ბოლოს იყო სეფე შეკითხვა: რა დამოკიდებულება გექნებოდათ სტრატეგია აღმაშენებელსა და გიორგი გახარიას ახალ პარტიას ერთად რომ მიეღოთ არჩევნებში მონაწილეობა.
იმდენად გავოგნდი, პასუხიც ვერ გავეცი.
ps ნომერიც მაქვს, საიდანაც დარეკეს. ქოლცენტრისაა.”