„გიორგი გახარიასთან პარტნიორობა ჩემთვის მიუღებელია“ – ირაკლი ღლონტი

„გიორგი გახარიასთან პარტნიორობა ჩემთვის მიუღებელია“ - ირაკლი ღლონტიირაკლი ღლონტი სოციალურ ქსელში წერს;

„გიორგი გახარიასთან პარტნიორობა ოლიგარქ ივანიშვილის და რუსეთის წინააღმდეგ პირადად ჩემთვის მკვეთრად მიუღებელი კოლაბორაციაა, მიუხედავად იმისა, 20 ივნისის სისხლიან ღამეს შეაწმინდავს თუ არა მაგალითად, ანზორ ჩუბინიძეს.
20 ივნისის ტრაგედიის გარდა მის სახელთან დაკავშირებულია ბევრი მწვავე საკითხი, შესაბამისად გვაქვს შეკითხვებიც, რომელსაც სამართლიანი სასამართლოს პირობებში ექს პრემიერმა უნდა გასცეს პასუხი !
ხალხი ნამდვილად ითხოვს მეტ ახალ სახეს პოლიტიკაში, მეტ სიახლეს ბრძოლის თვალსაზრისით და მსურს გითხრათ, რომ ჩვენი ხალხი ამას აუცილებლად მიიღებს.

ახლა მთავარი ჩვენ საიმედო პარტნიორის ნიკა მელიას ციხიდან დახსნა და დემოკრატიული არჩევნების ჩანიშვნისთვის ეფექტური ბრძოლაა“.