გოგი წულაია – “ვსო, არ გინდა, ნუ გინდა, ძალა რომ იყოს, მე გიკბენდი, შენ კი არა” – ვიდეო

გოგი წულაია - "ვსო, არ გინდა, ნუ გინდა, ძალა რომ იყოს, მე გიკბენდი, შენ კი არა" - ვიდეოტვ პირველმა გაავრცელა ვიდეოკადრები გოგი წულაიას საქმიდან.

გოგი წულაია:

– ელემენტარულ რაღაცაზეა საუბარი, ბიჯო, უყურებ, რომ არა ვარ აგრესიული, ელემენტარულებს გთხოვ, დამიდექი ელემენტარულად გვერდში… ვსო, არ გინდა, ნუ გინდა. ბოდიში. მე ბოდიში. ხომ არ ვხატავ აგრესიას შენ მიმართ?

ქალის ხმა (სავარაუდოდ მსხვერპლი, არ ჩანს სახე):

– არა.

– მაშინ ვსო. ძალა რომ იყოს მაშინ მე გიკბენდი, შენ კი არ მიკბენდი. ძალა რომ იყოს და მე რომ ძალა მინდოდეს, მაშინ მე გამოვხატავდი აგრესიას. აგრესია შენ გამოხატე, მე ხომ არ გამომიხატია?

– მე ხომ გთხოვ,ე არ მომეკაროთქო?

– ვსო. ხომ არ გეუბნები მე ვარ მართალი-თქო. ბოდიში. სწორი ხარ, არა მაქ პრობლემა.

გოგი წულაიას გამოძიება მეგობარი ქალის, ასმათ დვალიშვილის, მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ძალადობას ედავება. პოლიტიკოსს 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა აქვს მისჯილი.