“გოგი წულაიას ჩემგანაც მოხვდა” – რას ამბობს ქალი, რომელიც გოგი წულაიას ძალადობაში ადანაშაულებს

"გოგი წულაიას ჩემგანაც მოხვდა" - რას ამბობს ქალი, რომელიც გოგი წულაიას ძალადობაში ადანაშაულებს“ბატონ გოგისაც მოხვდა ჩემგან… არ ვიცი რა დაემართა”, – ამის შესახებ მედიასთან ასმათ დვალიშვილი საუბრობს, რომელიც ოპოზიციონერ პოლიტიკოს გოგი წულაიას ძალადობას ედავება.

_ მერე რაღაც დალია, მერე რაღაც ვერ მოზომა.. ძალიან შეურაცხყოფილი ვარ. არ ვაპატიებ ამას. ნასვამი იყო და არ ვიცი, რა დაემართა, არანაირი გამართლება არ აქვს ამას, – ამბობს ის.

_ როგორ დააღწიეთ თავი ამ ამბავს?

_ არ ვიცი, უბრალოდ, ჩემგანაც მოხვდა ბატონ გოგის, ვუთხარი, რომ პოლიციას და პატრულს გამოვიძახებდი და აუცილებლად ვაზღვევინებდი და ამან ცოტა შეაშინა და ამითი შევაკავე და მერე გამოვიქეცი, რადგან შეუძლებელი იყო იქ დარჩენა.

ადვოკატმა გოგი წულაია ცოტა ხნის წინ მოინახულა. ამბობს, რომ ის დუმილის უფლებას ინარჩუნებს ვიდრე დაცვის მხარეს მტკიცებულებები არ გადაეცემა. ვალერი გელბახიანი ამბობს იმასაც, რომ არ არის გამორიცხული, ეს ინციდენტი წინასწარ დადგმული სცენარი იყო.

მისივე თქმით, ამ დროს გოგი წულაია არ იყო ნასვამ მდგომარეობაში და ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, შეუძლებელი იქნებოდა, რომ მას ქალზე სექსუალურად ეძალადა.

_ თუ გამოძიება წავიდა დამძიმებისკენ, უკვე აშკარაა, რომ დევნა არის პროვოცირებული, – ამბობს ვალერი გელბახიანი.

მთავარი