ირაკლი ოქრუაშვილმა ფეისბუქში დაწერა:
“ეს ამბავი 100 წლის წინ დაახლოებით ასე იქნებოდა.
მოურავოო, ბიჭო ანზორ – გადმოსძახებდა, სოლოლაკის აივნიდან ჩუბინიძიანთ ერთგულ მოურავს, ბატონიშვილი მეფისტოფელის სახით.
გისმენ შენი კვნესა მეოო – საჯინიბოდანვე გააგონებდა მოურავი.
გიბრძანებ, ახლავე დაეცე, მოსკოვის პროსპექტის ჭალებში, ფეისბუკმომხმარებელ ვანოს და სულ ნაცარტუტად უქციო სახლ-კარიო – გასძახებდა ბატონიშვილი. თან მეზობლებიც დაისწარი და ცხენებზე მიგალკების დაყენება არ დაგავიწყდესო, ზედ დააყოლებდა.
ამ დროს, საქსოვით ხელში და ჩიხტიკოპით თავზე, კნეინა ეკა მედიდურად ჩაილაპარაკებდა – მომესწრო ვაჟკაციო.”

