“ის შვილიშვილის პრეზიდენტობას მოესწრო” – ბარაქ ობამას ბებია გარდაეცვალა

"ის შვილიშვილის პრეზიდენტობას მოესწრო" - ბარაქ ობამას ბებია გარდაეცვალაბარაქა ობამას ბებია გარდაეცვალა, რის შესახებაც მან ფეისბუქში დაწერა:

“მე და ჩემი ოჯახი ვგლოვობთ ჩემი ბებიის, სარა ოგველ ონიანგო ობამას გარდაცვალებას.

ჩვენ მას გრანის ვეძახდით. ის გასული საუკუნის პირველ მეოთხედში დაიბადა ვიქტორიის ტბის სიახლოვეს და მთელი ცხოვრება სოფელ ალეგოში პატარა სახლში გაატარა.

თავისი ტომის წესებისმიხედვით, ის, თითქმის ბავშვი, მასზე გაცილებით უფროს მამაკაცს მიათხოვეს, ვისგანაც 8 შვილი ეყოლა.

გრანი მამაჩემის ღვიძლი დედა არ იყო, მაგრამ ის საკუთარი შვილივით გაზარდა. როდესაც ჩვენს ოჯახს პრობლემები შეექმნა, მისი სახლის კარი ჩვენთვის ყოველთვის ღია იყო.

როდესაც მე პირველად ჩავედი კენიაში მამაჩემის და ჩემი წინაპრების ისტორიის შესასწავლად, გრანი იყო ის ადამიანი, რომელიც მე ამაში ძალიან დამეხმარა.
გრანი ეპოქალურ ცვლილებებს მოესწრო, მათ შორის მისი შვილიშვილის ამერიკის პრეზიდენტად გახდომას.
ჩვენ ყოველთვის სიამაყით გავიხსენებთ მის ღირსეულ ცხოვრებას.”