ხათუნა ლაგაზიძე – “ამ ოპოზიციაში დიდი ცვლილებებია საჭირო, ამომრჩეველს და დასავლეთს მან იმედები გაუცრუა”

ხათუნა ლაგაზიძე - "ამ ოპოზიციაში დიდი ცვლილებებია საჭირო, ამომრჩეველს და დასავლეთს მან იმედები გაუცრუა"ხათუნა ლაგაზიძემ ფეისბუქში დაწერა:

“რითიც უნდა დამთავრდეს მოლაპარაკებები, ქართული პოლიტიკური ველის მასშტაბური განახლება გარდაუვალია. და თუ ოპოზიცია თავის თავში ვერ იპოვის ძალას, ეს ისევ, და უკვე ტრადიციულად ქართული პოლიტიკისთვის, მმართველი პარტიის ბაზაზე მოხდება და გახარია მხოლოდ დასაწყისია.

შარლ მიშელზე მეტად საქართველოში შექმნილ რეალობაზე თვალის ახელა ქართულ ოპოზიციას მართებს დაინახავენ განახლების აუცილებლობას და იპოვიან საკუთარ თავში ამ განახლების რესურსს, ხომ კაი. თუ არა, სივრცე რომ ცარიელი არ დარჩება, ხომ ბუნებრივია.

ოპოზიციის კრიტიკაზე დროის დახარჯვას ნამდვილად არ ვაპირებ, მაგრამ გულწრფელად ვურჩევ, დაინახონ ის იმედგაცრუება და კითხვის ნიშნები, რომლებიც მათ თავზე ჰკიდია როგორც მათსავე ამომრჩეველში, ასევე – დასავლეთში!

დასავლეთს აქ ხალხისგან აქტიურად მხარდაჭერილი პარტნიორი ესაჭიროება, რომელიც შეძლებს ქვეყნაში სტაბილურობის, სამოქალაქო მშვიდობის, დასავლური კურსის და სასურველია, ეკონომიკური გარღვევის უზრუნველყოფას.

ჰოდა, იფიქრეთ ამაზე: ვის შეგიძლიათ ამ ამოცანის აწევა ან რა გჭირდებათ იმისათვის, რომ ამ ამოცანას შეეჭიდოთ. ამაშია საქმე, მოკლედ და კონკრეტულად.”