განზრახ მკვლელლობის მუხლით უკვე დაწყებულია გამოძიება თბილისში, დიდ დიღომში მომხდარი დაპირისპირების შემდეგ, რასაც ერთი ადამიანის გარდაცვალება მოჰყვა.
ჯერ დაუდგენელია დაპირისპირების მოტივი, მაგრამ ცნობილია ის, რომ პირი, რომელმაც ამ დაპირისპირების დროს დაჭრილი კლინიკაში გადაიყვანა, პოლიციას დაკითხვაზე ჰყავდა გადაყვანილი ისე, რომ ოჯახისთვის არაფერი შეუტყობინებია.
“მამაჩემს ხელები გადაუგრიხეს და წაიყვანეს, ვეკითხებოდი, რის საფუძველზე აკავებთ-მეთქი და ერთი ეს მითხრეს, არ ვაკავებთო, არც ოქმი შეადგინეს, დაკავებისა და ჩხრეკის” – ამბობს მოწმის შვილი, რომელიც ამტკიცებს, რომ პოლიციამ მათ ოჯახზე იძალადა.
მისივე თქმით, პოლიცია სახლშიც იმყოფებოდა და ჩხრეკა სახლშიც, ყოველგვარი ორდერის გარეშე ჩაატარა.
რაც შეეხება ადვოკატს, ის ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის სტატუსი მოწმის სტატუსია და ბრალდებულის სტატუსად არ შეცვლილა.
მთავარი

