ზურაბ ნადირაძე სოციალურ ქსელში წერს:
„ვის ვის და ნაციონალებს არ უნდა გიკვირდეთ, დღეს რომ გაბღენძილი ელისაშვილი პარლამენტიდან თითს გიქნევთ და ბადრი ჯაფარიძე პოლიტიკური ველის მოსუფთავებაზე გელაპარაკებათ.
გაიხსენეთ საბურთალო და “შუა თფილისი”, როდესაც საერთო ოპოზიციის კანდიდატს ირაკლი ოქრუაშვილს მხარი არ დაუჭირეთ და მხარდამჭერებს ჯაფარიძე-ელისაშვილის მხარდაჭერისკენ მოუწოდებდით.
სხვა დროს რომ შეცდომები აღარ დაუშვათ, ამიტომ გიკიჟინებთ ამდენს, თორემ ნიკა მელიას წვლილზე საერთო საქმისთვის თქვენი მსოფლმხედველობის გამოსწორებაში და სხვა საჭირბოროტო თემებზე თუ გინდათ კომენტარებში ვიუბნოთ“

