ნიანგმა რვა წლის ბავშვი გადაყლაპა

ნიანგმა რვა წლის ბავშვი გადაყლაპა

ინდონეზიაში ნიანგის კუჭიდან რვა წლის ბიჭის გვამი ამოიღეს, რომელიც მტაცებელმა მთლიანად გადაყლაპა. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვს სხეულზე დაზიანებები არ აღენიშნებოდა, ის ცოცხალი ვერ გადარჩა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბიჭი მამასთან ერთად სოფელ მაურა ბენგალონის მახლობლად მდინარე ტემპაკულზე თევზაობდა. როდესაც მამაკაცი ნაპირს მოშორდა, ექვსმეტრიანი რეპტილია ბავშვს თავს დაესხა და ის მთლიანად გადაყლაპა.
მამა ნიანგს ცურვით გამოეკიდა, დაეწია და დაარტყა, რომ ბავშვი გაეთავისუფლებინა, მაგრამ რეპტილიამ ჩაყვინთა და მიიმალა. ცხოველი მეორე დღეს დაიჭირეს, მუცელი გაუფატრეს და ბავშვის სხეული ამოიყვანეს, მაგრამ ის უკვე გარდაცვლილი იყო.

მოამზადა კახა ხატიაშვილმა