ნიკა გვარამია – “ჩემმა შვილმა ბერაზე რომ კომენტარი დაწეროს, სად წავიდე, რა უნდა ვქნა?!!!!!”

ნიკა გვარამია - "ჩემმა შვილმა ბერაზე რომ კომენტარი დაწეროს, სად წავიდე, რა უნდა ვქნა?!!!!!"ნიკა გვარამიამ ფეისბუქში დაწერა:

“1. ტვ პირველი ჩანაწერის მოპოვებაც და გაშვებაც ლეგიტიმურია. ეს არაა ვინმეს პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო-აუდიო, ესაა დანაშაულის ამსახველი ჟურნალისტურად მოპოვებული მასალა.
2. რომელი წელი იყო თუ რომელი საუკუნე კი არა, ძველი წელთაღრიცხვის მესამე ათასწლეულიც რომ იყოს, ჩვენ ვუსმინეთ კაციჭამიებს, ყველაფერზე წამსვლელ ურჩხულებს.
3. პირადი მხარდაჭერა და პროფესიული კომპლიმენტები TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი Nodar Meladze მაკა ჩიხლაძე
4. ბოდიში, ახლა ამ ნაძირალა პრემიერის (მახინჯი მონის) ღარიბაშვილის კეთილ ნებას ველოდოთ, პლებისციტი ვეხვეწოთ და ამ ვითარებაში ვიცხოვროთ? და ჩემმა შვილმა რომ კომენტარი დაწეროს ბერაზე, სად წავიდე რა უნდა ვქნა?!!!!!
5. ვადამდელი არჩევნები დღეს და ახლა!!!!”