ნიკა გვარამია გია ხუხაშვილის წინააღმდეგ – “აბსოლუტურად არასწორი ანალიზია”

ნიკა გვარამია გია ხუხაშვილის წინააღმდეგ - "აბსოლუტურად არასწორი ანალიზია"პროკურატურის მიერ ფარულ მოსმენებზე საქმის აღვრას გია ხუხაშვილი ფეისბუქში ასე გამოეხმაურა:

“სხვებისგან განსხვავებით, პროკურატურის განცხადება მომეწონა.
ჟურნალისტებს ბუნებრივია, არა თუ ვერ დაიჭერენ, წყაროს დასახელებასაც ვერ მოთხოვენ.
დანარჩენი გამოიძიონ. ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ.
გამოძიებამ უნდა გაარკვიოს ჩანაწერების დრო და ავთენტურობა. ამის გასარკვევად, ბუნებრივია უნდა დაიკითხონ მოქმედი პირებიც.
რადგან მოქმედი პირი ქვეყნის პრემიერ-მინისტრია და ამ საქმეზე გამოძიება შესაძლოა თეორიულად გახდეს ახალი საქმის ინიცირების საფუძველი, რომლის ფიგურანტიც თვითონ შეიძლება იყოს, აუცილებელია მინიმუმ მისი უფლებამოსილების შეჩერება, რაც სასურველია თვითონ გააკეთოს.
ეს ხელისუფლებისთვისაც კარგია, რადგან ეჭვმიტანილი პრემიერი ოპოზიციისთვის საჩუქარია.
რაც მთავარია, შედეგების დამაჯერებლობიდან გამომდინარე, გავარკვევთ, პროკურატურა ქართული სახელმწიფოს, თუ პარტიული მართლმსაჯულების ინსტიტუტია.”

ამახე ნიკა გვარამიამ ასეთი კომენტარი გააკეთა:

“აბსოლუტურად არასწორი ანალიზია. ჯერ წყარო უნდა გამოითხოვ, შეისწავლო და მერე აღძრა უკანონო მოსმენაზეც და შინაარსში არსებულ უმძიმეს ფაქტებზე. და რაც პროკურატურამ დაწერა, ესაა ჟურნალისტებზე ღია მუქარა. უკანონო გავრცელება არა კვახი”