ნიკა გვარამიამ ფეისბუქში დაწერა:
“ჩვენი ჟურნალისტი, ემა გოგოხია, გუშინ იღებდა სიუჟეტს ვიქტორ ჯაფარიძის და მესტიის მერის, კაპიტონ ჟორჟოლიანის ქონებაზე და უკანონო ტენდერებზე. ინფორმაციის წყარო იყო საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო
მიერ გამოქვეყნებული დასკვნა.
ჟურნალისტმა ვერ მოასწრო სიუჟეტის დასრულება და ღამე მოუწია მესტიაში დარჩენა. ღამე დაურეკა კაპიტან ჟორჟოლიანმა, შესთავაზა ფული და მოსთხოვა ქვეყნის დატოვება, რაზეც მიიღო უარი.
დილით, სახლიდან გამოსულ ჩვენს ჟურნალისტს მანქანის ოთხივე საბურავი დაჭრილი დახვდა.
ჩვენი სრული მხარდაჭერა და უდიდესი სიყვარული უმაგრეს Emanuel Machiavelliს
დაუყოვნებლივ მოვითხოვთ აღნიშნული მოხელის უმკაცრესად დასჯას”

