გურჯაანში მომხდარი შემთხვევის შედეგად ერთ-ერთი დაჭრილის, მალხაზ ბადუაშვილის მამა, ნოდარ ბადუაშვილი სროლას შურისძიებას არ უკავშირებს, შესაბამისად, არავისთან მიმართებაში ეჭვიც არ აქვს.
„მუშებს ატარებს ყოველდღე და თვითონაც მათთან ერთად მუშაობდა. ახალშენში ვენახი გვაქვს და იქ მიდიოდა სამუშაოდ. ჩემი შვილის ავტომობილით გადაადგილდებოდნენ, მე მგონი, ოთხნი იყვნენ“, – აცხადებს ნოდარ ბადუაშვილი.
კითხვაზე, როდის დატოვა მისმა შვილმა საპატიმრო დაწესებულება, რომელიც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვაზე იყო დაკავებული, მამა პასუხობს, რომ „არ დაუმტკიცდა, იარაღი ტყუილად ჩაუდეს და დიდი ხანია, რაც გამოვიდა“.
„არავისთან კონფლიქტი არ მომხდარა, არავისზე ეჭვი არ მაქვს“, – განაცხადა ნოდარ ბადუაშვილმა.
იპნ

