ტვ პირველის” მიერ გავრცელებული ჩანაწერების შემდეგ, საინფორმაციო სამსახურის უფროსს, ნოდარ მელაძეს სოციალურ ქსელში ემუქრებიან. პოსტს ბერა ივანიშვილის მეგობარი და ანზორ ჩუბინიძის მოსწავლე, მიხეილ წიკლაური აქვეყნებს.
“ნოდარის დედის წამების ამსახველი ფოტო,” – წერია პოსტში
მუქარას რეაგირება საგამოძიებო უწყებების მხრიდან არ მოჰყოლია. სამაგიეროდ პროკურატურა აქტიურად იძიებს საქმეს ვინ და როგორ ჩაწერა ბერა ივანიშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის საუბარი.
შეგახსენებთ, რომ ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა ნოდარ მელაძეს ემუქრებიან. რამდენიმე დღის წინ სამთავრობო მედიების საშუალებით გავრცელდა ინფორმაცია მის შესაძლო ლიკვიდაციაზე.
მთავარი

