ფერმა, რომელშიც 20 წლის მამაკაცს რუსი ფეტისოვი შემოაკვდა, მარიკა ვერულაშვილის ძმას ეკუთვნის

ფერმა, რომელშიც 20 წლის მამაკაცს რუსი ფეტისოვი შემოაკვდა, მარიკა ვერულაშვილის ძმას ეკუთვნის„პრაიმტაიმმა“ კახეთში, ტრეფიკინგის საქმესთან დაკავშირებით ახალი დეტალები გაარკვია. დაკავებული ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ უზუნთალაში მცხოვრები 20 წლის მამაკაცია.

მას საქონლის ფერმა ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გავაზში ჰქონდა მოწყობილი.

ტერიტორია, სადაც ბრალდებულს ფერმა ჰქონდა მოწყობილი, საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრის, მარიკა ვერულაშვილის, ოჯახს ეკუთვნის. ბრალდებულს ეს ტერიტორია მარიკას ძმისგან ქირით ჰქონდა აღებული, თუმცა, როგორც ჩანს, ქონების მესაკუთრეს დანაშაულის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონია.

30 წლის ფეტისოვს ფერმის მფლობელი, საქონლის სადგომში, სათანადო პირობებისა და გასამრჯელოს გარეშე მუშაობას აიძულებდა.

ბრალდებულმა ფეტისოვი ფერმაში 2019 წელს მიიყვანა, ჩამოართვა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები და სისტემატურად ძალადობდა მასზე.

ერთ-ერთი ასეთი შემთხვევის დროს, ფეტისოვმა ნეკნების მძიმე მოტეხილობა მიიღო, თუმცა ფერმის მფლობელს მისთვის სამედიცინო დახმარება არ აღმოუჩენია.

7 მარტს, ნეკნებდაზიანებული ფეტისოვი, ფერმის მეპატრონის მხრიდან, კვლავ ძალადობის მსხვერპლი გახდა და 10 მარტს გარდაიცვალა.

პრაიმ ტაიმი