“ქუთაისიდან 3 დღით რომ წაჰყვა, რა ეგონა იმ ქალს, ჭადრაკის სათამაშოდ მიჰყავდა?” – გოგი წულაიამ შიმშილობა დაიწყო

"ქუთაისიდან 3 დღით რომ წაჰყვა, რა ეგონა იმ ქალს, ჭადრაკის სათამაშოდ მიჰყავდა?" - გოგი წულაიამ შიმშილობა დაიწყოგოგი წულაიამ შიმშილობა დაიწყო.

პოლიტიკოსის მეგობრის, ლევან ჟღენტის თქმით, პროტესტის უკიდურეს ფორმას,  წინასწარი დაკავების იზოლატორში მყოფმა წულაიამ მისი უდანაშაულობის დასამტკიცებლად მიმართა. პოლიტიკოსის განმარტებით, მას აღნიშნული ქალი მიუგზავნეს და პროვოკაციას წამოეგო.

“ბატონმა გოგიმ შიმშილობა დაიწყო, მას სურს მისი უდანაშაულობა დაამტკიცოს. ბოდიში მაგრამ ქუთაისიდან თბილისში სამი დღე რომ წაყვა, რა ეგონა, ჭადრაკის სათამაშოდ მიჰყავდა?!”-განაცხადა წულაიას მეგობარმა, ლევან ჟღენტმა.

პოლიტიკოსი გოგი წულაია გუშინ დააკავეს, მას გამოძიება მეგობარ  ქალზე ძალადობას ედავება.

მთავარი